წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია:
დასახელება: შპს კასტორ თრეიდი
საიდენტიფიკაციო კოდი: 415603314
მისამართი: ჭიათურის რაიონი , ს. კაცხი
ელ-ფოსტა: info@ecostore.ge
- ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:
დასახელება: შპს კასტორ თრეიდი
საიდენთიფიკაციო კოდი: 415603314
მისამართი: ჭიათურის რაიონი , ს. კაცხი
ელ-ფოსტა: info@ecostore.ge
1. ზოგადი დებულებები
- წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის ecostore.ge-ის (შემდგომში – პლატფორმა) გამოყენების წესებსა და პირობებს.
- პლატფორმის გამოყენება, მათ შორის მასზე რეგისტრაცია, შეკვეთის განთავსება ან სხვა მოქმედებების განხორციელება, ნიშნავს მომხმარებლის სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
- პლატფორმის მეშვეობით შეკვეთის განთავსება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ ესთორისთვის შეთავაზების (ოფერტის) გაკეთებას პროდუქციის შეძენის მიზნით. დისტანციური ხელშეკრულება მომხმარებელსა და შპს „კასტორ თრეიდს“ (შემდგომში – ესთორი) შორის დადებულად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც ესთორი ელექტრონულად დაადასტურებს შეკვეთის მიღებას და, შესაბამის შემთხვევაში, დადასტურდება გადახდა ან განვადება.
- ესთორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის მათი პლატფორმაზე გამოქვეყნების მომენტიდან და ვრცელდება გამოქვეყნების შემდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე.
2. ტერმინთა განმარტება
პლატფორმა – ვებ-გვერდი ecostore.ge და სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, Instagram და TikTok)
მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, მათ შორის რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მომხმარებლები.
ესთორი – პლატფორმის მფლობელი და სამართლებრივი განმკარგავი შპს “კასტორ თრეიდი”, რომელიც მომხარებლებს სთავაზობს პლათფორმაზე განთავსებული პროდუქციასა და მომსახურებას.
დისტანციური ხელშეკრულება – პლატფორმის მეშვეობით შეკვეთის განთავსება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ ესთორისთვის შეთავაზების (ოფერტის) გაკეთებას პროდუქციის შეძენის მიზნით. დისტანციური ხელშეკრულება მომხმარებელსა და შპს „კასტორ თრეიდს“ (შემდგომში – ესთორი) შორის დადებულად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც ესთორი ელექტრონულად დაადასტურებს შეკვეთის მიღებას და შესაბამის შემთხვევაში, დადასტურდება გადახდა ან განვადება.
ანგარიში – მომხმარებლის მიერ ესთორის პლატფორმაზე შექმნილი პროფილი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შეკვეთების მართვა და პლატფორმის ფუნქციონალის სრულად გამოყენება.
სტუმრის რეჟიმი – პლატფორმის გამოყენების ფორმა, რომლის დროსაც მომხმარებელი შეკვეთას აფორმებს ანგარიშის შექმნის გარეშე.
შეკვეთა – მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით გაკეთებული შეთავაზება ესთორისთვის პროდუქციის შეძენის თაობაზე, რომელიც ძალაში შედის მხოლოდ ესთორის მიერ დადასტურების შემდეგ.
Products – ესთორის მიერ პლატფორმაზე გასაყიდად წარმოდგენილი ნებისმიერი საქონელი.
გადახდა – შეკვეთის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა პლატფორმაზე მითითებული გადახდის მეთოდებით.
განვადება – პროდუქციის შეძენის ფორმა, რომლის დროსაც გადახდა ხორციელდება შესაბამისი ბანკის მიერ განსაზღვრული პირობებით და რომელიც ითვლება შესრულებულად მხოლოდ ბანკის მიერ დამტკიცების შემდეგ.
Delivery – პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემა კურიერის ან გატანის პუნქტის მეშვეობით.
მიღება – პროდუქციის ფაქტობრივი გადაცემა მომხმარებლისთვის, რომლის შემდეგაც პროდუქციასთან დაკავშირებული რისკები გადადის მომხმარებელზე.
საგარანტიო მომსახურება – პროდუქციის ნაკლთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც ხორციელდება ესთორის ან მისი პარტნიორი სერვისცენტრის მიერ საგარანტიო პირობების შესაბამისად.
აქცია / ფასდაკლება – დროებითი შეთავაზება, რომელიც არ წარმოადგენს ესთორის ვალდებულებას და ხორციელდება ესთორის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და მიწოდების მისამართი.
ფორსმაჟორი – ესთორის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებები (მათ შორის სტიქიური მოვლენები, ტექნიკური შეფერხებები, მესამე პირების მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები), რომლებიც შეუძლებელს ხდის ვალდებულებების შესრულებას.
3. ანგარიშის შექმნა და რეგისტრაცია
- ესთორის პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მომხმარებლის ანგარიშის შექმნით, ისე ანგარიშის შექმნის გარეშე („სტუმრის რეჟიმში“), მათ შორის ესთორის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
- შეკვეთის გაფორმების მიზნით, ანგარიშის შექმნის გარეშე შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ესთორს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მიწოდების მისამართი.
- მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, სრული და რეალური. მომხმარებელი პასუხისმგებელია არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე.
- ანგარიშის შექმნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი და სრული მონაცემები და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა ან მესამე პირების უფლებები.
- არასრულწლოვანი მომხმარებლის შემთხვევაში, ესთორი უფლებამოსილია მოითხოვოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
- ესთორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მომხმარებლის იდენტიფიკაციის დამატებითი დადასტურება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის, მობილური ნომრის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით).
- ესთორს უფლება აქვს გააუქმოს ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში ან უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს ან საქართველოს კანონმდებლობას.
4. შეკვეთის განთავსება და დადასტურება
- ესთორის პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც მომხმარებლის ანგარიშის შექმნით, ისე ანგარიშის შექმნის გარეშე (სტუმრის რეჟიმში), მათ შორის ესთორის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
- მომხმარებელს უფლება აქვს შეკვეთის განთავსებამდე შეასწოროს შეცდომით შეყვანილი ინფორმაცია.
- შეკვეთის მიღება ესთორის მიერ დასტურდება ელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
- ესთორს უფლება აქვს არ დაადასტუროს შეკვეთა შემდეგ შემთხვევებში:
ა) პროდუქცია არ არის მარაგში;
ბ) ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზის არსებობისას;
გ) თაღლითური ქმედების ან არაუფლებამოსილი მოქმედების გონივრული ეჭვის შემთხვევაში;
დ) მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
5. შეკვეთის დაუდასტურებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ან სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
5. გადახდის პირობები
- შეკვეთის ღირებულების გადახდა ესთორის პლატფორმაზე შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
ა) ესთორის ვებ-გვერდზე საბანკო ბარათით, შესაბამისი ბანკის ან საგადახდო სისტემის მეშვეობით;
ბ) სოციალური ქსელების მეშვეობით შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში ესთორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
გ) განვადებით, ესთორის პარტნიორი ბანკების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
ა) ესთორის ვებ-გვერდზე საბანკო ბარათით, შესაბამისი ბანკის ან საგადახდო სისტემის მეშვეობით;ბ) სოციალური ქსელების მეშვეობით შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში ესთორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
გ) განვადებით, ესთორის პარტნიორი ბანკების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
- სოციალური ქსელების მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას, მომხმარებელი ვალდებულია ესთორს წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონული საგადახდო დავალება ან გადარიცხვის ქვითარი).
- იმ შემთხვევაში, თუ გადახდას ახორციელებს მესამე პირი, გადახდის დანიშნულებაში სავალდებულოა მითითებული იყოს გადამხდელი პირის სახელი და გვარი, ხოლო სასურველია ასევე მიეთითოს შეძენილი პროდუქციის დასახელება.
- გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა სრულად აისახება ესთორის საბანკო ანგარიშზე ან დადასტურდება საგადახდო სისტემის მიერ.
- ესთორი არ არის პასუხისმგებელი გადახდის დაგვიანებაზე ან შეუსრულებლობაზე, რომელიც გამოწვეულია საბანკო ან საგადახდო სისტემების ტექნიკური ხარვეზებით.
- იმ შემთხვევაში, თუ განვადების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ან უარყოფილი იქნება პარტნიორი ბანკის მიერ, მიიჩნევა, რომ შეკვეთა არ არის გაფორმებული და ესთორს არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე, მათ შორის პროდუქციის დაჯავშნის, მიწოდების ან ფასის შენარჩუნების ვალდებულება.
6. მიწოდება და მიღება
- პროდუქციის მიწოდება ხორციელდება კურიერის ან ესთორის მიერ განსაზღვრული გატანის პუნქტის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მიწოდების ვადები შეადგენს:
ა) თბილისის მასშტაბით – 2–3 სამუშაო დღეს;
ბ) საქართველოს რეგიონებში- 3–4 სამუშაო დღეს.
- მითითებული ვადები არის სავარაუდო და შესაძლოა შეიცვალოს ესთორისგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (მათ შორის, ამინდი, ლოჯისტიკური შეფერხება, საკურიერო კომპანიის მუშაობა და სხვა), რის თაობაზეც მომხმარებელს ეცნობება გონივრულ ვადებში.
- მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისას შეამოწმოს იგი ვიზუალურად. ვიზუალური ნაკლის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია უარი თქვას პროდუქციის მიღებაზე და აღნიშნული ფაქტი დააფიქსიროს დაუყოვნებლივ.
- პროდუქციის მიღების შემდეგ, ვიზუალურ ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეფექტი ობიექტურად ვერ იქნებოდა აღმოჩენილი მიღების მომენტში.
- მომხმარებელს უფლება აქვს მიწოდებამდე უარი თქვას შეკვეთაზე, ესთორისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით. ასეთ შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება (არსებობის შემთხვევაში) ხორციელდება წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7. მომსახურების ხარისხი და გარანტიები
- ესთორი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
- ნაკლიანი პროდუქტის ან მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელს კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს: ა) მოითხოვოს გონივრულ ვადაში ნაკლის გამოსწორება; ბ) მოითხოვოს ფასის პროპორციული შემცირება;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ხელშეკრულება.
- საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ესთორის მიერ ან შესაბამისი პარტნიორი სერვისცენტრის მეშვეობით, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული წესით.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საკუთარი ინიციატივით გზავნის პროდუქტს პარტნიორ სერვისცენტრში საგარანტიო მომსახურების მიზნით, ტრანსპორტირების პროცესში პროდუქტის დაზიანების რისკი სრულად ეკისრება მომხმარებელს. ესთორი არ აგებს პასუხისმგებლობას ტრანსპორტირებისას წარმოქმნილ დაზიანებაზე.
- საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები რეგულირდება ვებ-გვერდზე განთავსებული საგარანტიო პირობების შესაბამისად.
8. აქციები და ფასდაკლებები
- აქციები და ფასდაკლებები არ წარმოადგენს ესთორის ვალდებულებას და მათი შეთავაზება ხორციელდება ესთორის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე. აქციები და ფასდაკლებები შეიძლება მოქმედებდეს როგორც რეგისტრირებული, ისე არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, კონკრეტული აქციის პირობების შესაბამისად.
- აქციაში მონაწილეობა ნიშნავს მომხმარებლის სრულ და უპირობო თანხმობას შესაბამისი აქციის პირობებზე, რომლებიც განისაზღვრება ესთორის მიერ ერთპიროვნულად.
- ესთორი უფლებამოსილია ერთპიროვნულად განსაზღვროს, შეცვალოს ან შეწყვიტოს აქციის პირობები, მოქმედების ვადები და შეზღუდვები ნებისმიერ დროს. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ესთორის პლატფორმაზე და არ საჭიროებს მომხმარებლის დამატებით თანხმობას.
9. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
- ესთორის პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტი (მათ შორის ტექსტები, დიზაინი, ლოგოები, ფოტოები და სხვა მასალები) წარმოადგენს ესთორის ინტელექტუალურ საკუთრებას ან გამოიყენება კანონიერ საფუძველზე.
- აკრძალულია პლატფორმაზე არსებული კონტენტის ნებისმიერი ფორმით რეპროდუქცია, გავრცელება ან გამოყენება ესთორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
10. პლატფორმის მუშაობის გარანტია
- ესთორი არ იძლევა გარანტიას პლატფორმის უწყვეტ, შეუფერხებელ ან შეცდომების გარეშე მუშაობაზე.
- ესთორი არ აგებს პასუხისმგებლობას პლატფორმის დროებით მიუწვდომლობასთან დაკავშირებულ ზიანზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია ტექნიკური, პროგრამული ან სხვა ესთორისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
11. დავები და სამართლებრივი ურთიერთობები
- ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
- პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ესთორს ელექტრონულად ან ფიზიკურად.
- დავა განხილული იქნება მოლაპარაკების გზით ან, წარუმატებლობის შემთხვევაში, სასამართლოში ან “კონკურენციისა და მომხარებელების უფლების დაცვის” სააგენტოში.
12. დასკვნითი დებულებები
- ესთორს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები.
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე იმ დოკუმენტებს, რომლებიც მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:
- საგარანტიო პირობები – რომელიც განსაზღვრავს გარანტიის ვადებს, სერვისის პირობებს, შეზღუდვებსა და ვალდებულებებს, როგორც მომხმარებლის, ისე სერვისცენტრისა და მოვაჭრის მხრიდან;
- გაცვლისა და დაბრუნების წესები – რომელიც არეგულირებს მომხმარებლის უფლებას, უარი თქვას შეძენილ პროდუქტზე, დაადგენს დაბრუნების ვადებსა და პირობებს, აგრეთვე უკუგდების შედეგებს;
- კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა – რომელიც განსაზღვრავს, როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს ესთორის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და იურიდიულად ძალაშია წინამდებარე წესებისა და პირობების მსგავსად