საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას ან შეცვლას საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
გარანტია ვრცელდება აღჭურვილობის ტექნიკური დეფექტით გამოწვეულ დაზიანებაზე.
საგარანტიო პერიოდი გამოითვლება ნივთის გაყიდვის დღიდან.
საგარანტიო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ საგარანტიო ტალონი სერვის ცენტრში, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეცვლის პროგრამულ უზრუნველყოფას ან გადავა სხვა ვერსიაზე, კომპანია პასუხს არ აგებს კომპიუტერის შეუფერხებლად მუშაობაზე.
მკვდარი წერტილების რაოდენობა, რომელზეც მონიტორი იცვლება, განსხვავდება შემთხვევისა და მწარმოებლის მიხედვით.
საგარანტიო მომსახურება არ იქნება გაწეული თუ:
გასულია პროდუქტის საგარანტიო პერიოდი.
არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი და/ან, თუ ხელმისაწვდომია, მწარმოებლის საგარანტიო ტალონი.
საგარანტიო ტალონში არსებული მონაცემები წაშლილია ან შეცვლილია.
საგარანტიო ტალონზე და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან არ არის სერიული ნომერი, გამოსახულების კოდი ან სარეგისტრაციო ნომერი.
შეძენილ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებულია ან გაწყვეტილია ლუქი ან ლუქები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოწყობილობა გამოყენებული იყო მისი დანიშნულებისათვის შეუსაბამო მიზნებით.
დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესები.
დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსით ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ით.
დაზიანება გამოწვეულია ელექტროენერგიის გათიშვით (ძაბვის ცვლილება 220-230 ვოლტზე მეტი ან ნაკლებია), მექანიზმის ნესტიანობით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების/პირობების დარღვევით, არაკვალიფიციური პირის მიერ ჩატარებული არაკომპეტენტური შეკეთება/მონტაჟის შედეგად.
მობილური ტელეფონის, პლანშეტის აქსესუარებზე (დამტენი, USB კაბელი, ყურსასმენები).
ნივთის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თუ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი შეძენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, მომხმარებელმა ის სრულ შეფუთვაში, კომპლექტურად და ყოველგვარი ფიზიკური დაზიანების გარეშე უნდა წარადგინოს შესაბამის სერვის ცენტრში, სადაც მოხდება ქარხნული წუნის დადასტურება და გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი, რის საფუძველზეც ნივთი შეიცვლება.
ნივთის მიღებისას, მომხმარებელმა კურიერის თანდასწრებით უნდა შეამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა.
ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა კურიერის წასვლამდე უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს და დეტალურად განუმარტოს პრობლემა.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეცვლის მოთხოვნით დაგვიკავშირდებიან კურიერის წასვლის შემდეგ, მაშინ გაცვლის პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნება და მასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მომხმარებელს.